ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა.
კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ჩვილი მათთან 31 დეკემბერს შეიყვანეს, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მდგომაროება უკიდურესად მძიმე იყო.
"31 დეკემბერს შემოვიდა ჩვენთან 4 თვის ჩვილი, რომელიც დაბადებული იყო დღენაკლი, დაბალი წონის და დაბადების შემდეგ იმყოფებოდა ერთ-ერთ კლინიკაში. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო, როდესაც ჩვენთან გადმოვიდა. მას ჰქონდა კომბინირებული ურთულესი მანკი. ერთი ჩარევა უკვე გაკეთებული ჰქონდა 1 თვის ასაკში, ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო", - თქვა ჩხაიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა.