logo
ENG



წახალისებული ადრეული ქორწინება

05 იან 202220:44
3 წუთის საკითხავი
 

ოჯახი უარყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მოკვლევა დაიწყო. დანიშნეს თუ არა იძულებით არასრულწლოვანი გოგო საკუთარ დაბადების დღეზე. შემთხვევა კასპში მოხდა. გოგო და ბიჭი 15-16 წლის მოზარდები არიან. ახლობლები ნაადრევი ქორწინების წახალისებას გამორიცხავენ, მაგრამ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უკეთებს ბიჭი გოგოს ბეჭედს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ადრეული ქორწინების შემთხვევები ქვეყანაში უკვე საგანგაშოა, სახელმწიფო კი არასათანადოდ რეაგირებს . 


close დახურვა