14 წლის აითაჯ შახმიროვას იძულებითი ქორწინება და შემდეგ მკვლელობა მხოლოდ ერთი მძიმე ფაქტია დიდი პრობლემისა. არასრულწლოვნების მიმართ დანაშაული ფართოდ გავრცელებულია. ახლა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას კანონმდებლობაში შავი ხვრელების გამოყენებით ცდილობს კაცი მარნეულში.
მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში იმყოფება ჩვილი, რომელიც მერვეკლასელმა გოგონამ გააჩინა. მოსწავლე ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დანიშნეს. იძულებითი ქორწინებით ბავშვს სწავლის უფლებაც წაართვეს. მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. ქვეყანაში მძიმე სტატისტიკაა.