ადგილობრივები ამბობენ, რომ მთელი დღის განმავლობაში ბათუმში გაზის მძაფრი სუნი იგრძნობა.
მოქალაქეები დილიდან რეკავენ კომპანია სოკარში და დახმარებას ითხოვენ, თუმცა სპეციალისტების თქმით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევები არ ფიქსირდება.
ფორმულა კომპანია სოკარს დაუკავშირდა , სადაც ამბობენ, რომ უსიამოვნო სუნი, სავარაუდოდ, ბათუმის პორტს უკავშირდება.
"რამდენიმე გამოძახებაზე რომ იყვნენ გასულები სპეციალური მოწყობილობების შემოწმდა და არ არის გაზის გაჟონვის კვალი. ჩვენი ინფორმაციით, რაღაც ხდება პორტში, შიგნით შევდივართ და არ გვეუბნებიან", - ამბობს ფორმულასთან საუბრისას სოკარ ჯორჯიას წარმომადგენელი ვახტანგ ბერიშვილი.
ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია ადგილობრივ ხელისუფლებას.