logo
ENG



ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო მოუგო

10 იან 202212:33
3 წუთის საკითხავი
 
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო მოუგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ავსტრალიის ხელისუფლებას დაევალა ნოვაკ ჯოკოვიჩის გათავისუფლება, ქვეყანაში შეშვება და ყველა ხარჯის ანაზღაურება. 

საქმე ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ქვეყანაში აუცრელობის გამო ვიზის შეჩერებას და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ეხება. 

მსოფლიოს N1 ჩოგანი, რომელიც კორონავირუსზე აცრაზე უარს აცხადებს, მელბურნის აეროპორტში 5 იანვარს დააკავეს და საიმიგრაციო სასტუმროში გადაიყვანეს. 

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ვიზის შეჩერებას დაუსაბუთებელი უწოდეს.

ავსტრალიის სასამართლომ ხელისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაცვის მხარის არგუმენტები გაიზიარა.  

თუმცა, საგა ჯერაც არ დასრულებულა. ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა შესაძლოა გამოიყენოს ვიზის ხელახლა შეჩერების უფლება.

ავსტრალიაში შესვლა მხოლოდ კორონავირუსზე აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ, სერბი ჩოგბურთელი კი ვაქცინციაზე უარს ამბობს. სწორედ ეს გახდა სკანდალის მიზეზი. 

ნოვაკ ჯოკოვიჩის ადვოკატები ამბობენ, რომ ჩოგბურთელს კორონავირუსი 16 დეკემბერს დაუდასტურდა, შესაბამისად, მას ახლა ვირუსი გადატანილი აქვს და ამ ეტაპზე მასთან კონტაქტი უსაფრთხოა. 

​თუმცა, ავსტრალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩოგბურთელს ამის გამო გამონაკლისის დაშვების უფლებას ვერ მისცემს. 

სერბეთის მთავრობა აცხადებს, რომ ჯოკოვიჩს უსამართლოდ მოექცნენ. 

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება. თუ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს მოიგებს, ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კაცი ჩოგბურთელი გახდება. 


close დახურვა