logo
ENG



წითლიძე: პოლიტსაბჭოზე დაგეგმილია შიდა სტრუქტურული ცვლილებები, შეიძლება, შეეხოს ნებისმიერს

10 იან 202214:27
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ს წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ პარტიაში დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შიდა სტრუქტურული ცვლილებებია დაგეგმილი, რაც მისივე თქმით, შეიძლება, შეეხოს ნებისმიერი თანამდებობის პირს. ამაზე მან ფორმულანიუსის ეთერში ისაუბრა. 

"ნებისმიერი შიდა სტრუქტურული გადაადგილება პარტიაში, რასაც ვადასტურებ მეც, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება, მიმართულია მხოლოდ პარტიის გაძლიერებისკენ", - განაცხადა ანი წითლიძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს შეეხება თუ არა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ან მის მოადგილეს, წითლიძემ უპასუხა, რომ რეორგანიზაცია შეიძლება, შეეხოს ნებისმიერს:

"შიდა ორგანიზაციულ სკითხებზე, როცა არის საუბარი, რა თქმა უნდა, ის შეიძლება, შეეხოს ნებისმიერ თანამდებობის პირს პარტიაში. [...]

შიდა სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხები ჩვეულებრივი პროცესია. დღევანდელ სხდომაზეც ეს შიდა სტრუქტურული ცვლილებები არის დაგეგმილი. აქ არაა საუბარი პიროვნებებზე და თანამდებობების გადაადგილებებზე, მთავარია, როგორ უნდა იყოს პარტია კიდევ უფრო მეტად ძლიერი და როგორ უნდა შეძლოს მთავარ გამოწვევებზე პასუხი. 

მე მაინც მგონია, რომ მთავარი არაა, ვინ იქნება, პირობითად, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ვინ იქნება აღმასრულებელი ან რეგიონული მდივანი, სახელ და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, ენმ არის ერთიანი გუნდი, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა", - განაცხადა ანი წითლიძემ.


close დახურვა