logo
ENG



თემქაზე დევნილები აქციას მართავენ - მათი თქმით, კორპუსი ინგრევა და ღამეს ქუჩაში გაათენებენ

10 იან 202220:13
3 წუთის საკითხავი
clock 948

თემქაზე დევნილები აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ისინი საცხოვრებელ სახლში დაბრუნებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ღამეს ქუჩაში გაათენებენ.

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 

"კითხვები დასმულია და პასუხებს ველოდებით, სანამ კონკრეტულ პასუხებს არ მივიღებთ, ჩვენ აქედან წამსვლელები არ ვართ და არც დავიშლებით", - ამბობს აქციის მონაწილე. 

ისინი ყვებიან, რომ შესაბამისმა უწყებებმა პრობლემის შესახებ იციან, თუმცა რეაგირება არ აქვთ და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლებიან. 

ადგილზე მივიდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც მათ  დროებით ქირით გაყვანა შესთავაზა, თუმცა ადგილობრივები უარს ამბობენ და აღნიშნავენ, რომ მთავრობის მხრიდან ეს მორიგი დაპირებაა.  


close დახურვა