logo
ENG



შესაძლოა დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდეს

11 იან 202209:54
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: პირველი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაძლოა დღეს, 11 იანვარს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს. 

ასევე, შესაძლოა, მოსამართლემ გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული ვადა ითხოვოს და განაჩენის გამოცხადების თარიღი დანიშნოს. 

სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული. პროცესზე მხარეები რეპლიკებით წარდგებიან, შემდეგ კი თავად ბრალდებულები იტყვიან დასკვნით სიტყვას. 

იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი გამტყუნდებიან, მათ 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს. 

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული. 

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი განცხადებით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მათი შეფასებით, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.


close დახურვა