
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თებერვლის პირველ რიცხვებში ინფიცირების მაჩვენებელი პიკში იქნება და დღიურად, შეიძლება 60 000-მდე შემთხვევა იყოს. ამაზე მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, აქედან შეიძლება გამოვლინდეს 20-30% და დღიურად დადასტურებული შემთხვევები 10 000- 15 000 ფარგლებში მერყეობდეს.
"ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება დაახლოებით 20-30%. შეიძლება გვქონდეს დღიურად 10 000- 12 000, 15 000 შემთხვევის დატვირთვა და ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთდროულად გვქონია მაქსიმუმ 6 500- 7 000-მდე შემთხვევა", - ამბობს გამყრელიძე.
11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 10 881 აცრა ჩატარდა.