logo
ENG



სააკაშვილი: გორის ჰოსპიტალში სუსი ყველას უსმენდა, შედეგად, 60-მდე თანამშრომელს უშვებენ

13 იან 202214:08
3 წუთის საკითხავი
clock 731

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გორის ჰოსპიტლის 60-მდე თანამშრომელს სამსახურიდან უშვებენ. სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მოყვა, რომ როდესაც გორში მას მკურნალობდნენ, სუს-მა ყველა თანამშრომლის მოსმენა დაიწყო. 

"გორის ჰოსპიტალში როცა ვიყავი, რა თქმა უნდა, სუსი, მუსი, ყველა შევიდა და უსმენდნენ ყველა თანამშრომელს. შედეგად, 60-მდე თანამშრომელს ითხოვენ სამსახურიდან მათი ტელეფონების მოსმენის შედეგად რა დასკვნაც გამოიტანეს. ბოდიშს ვუხდი ამ თანამშრომლებს. ისინი არიან პროფესიონალები და ისედაც დაბალ ხელფასზე მუშაობდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ფორმულას ინფორმაციით, საახალწლოდ, გორის ჰოსპიტალში 30-მდე თანამშრომელი ახსნა-განმარტებების გარეშე გაუშვეს. გათავისუფლებულები მედიასთან აცხადებენ, რომ პოლიტიკური პოზიციების გამო ისჯებიან.

სამსახურიდან დათხოვილი ექიმები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კამერებთან არ ჩნდებიან, თუმცა პირად საუბრებსა და იურისტებთან კონსულტაციებისას ჰყვებიან, რომ არჩევნების შემდეგ იმიტომ გაუშვეს სამსახურიდან, რომ მხარს ოპოზიციას უჭერდნენ. 


close დახურვა