logo
ENG



მაგთის თანამშრომლები გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ

13 იან 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock 2582

მაგთის თანამშრომლები გაიფიცნენ და ხელფასის მომატებას ითხოვენ.

როგორც გაფიცულები ამბობენ, სამუშაო პირობები უნდა გადაიხედოს, თუმცა მათივე თქმით, კომპანია კომპრომისზე არ მიდის. 

"არცერთ კომპრომისზე არ მოდის კომპანია ყველაფერზე უარი გვითხრეს, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ამაზე, რაც დღეს არის ქვეყანაში. საქართველოს მასშტაბით ტექნიკოსები გაჩერებული ვართ, არ მუშაობს კომუნიკაციის არცერთი თანამშრომელი და არ ვემსახურებით აბონენტებს", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

პროტესტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მაგთიმაც. კომპანიაში ამბობენ, რომ მაგთიკომი ცდილობს სიტუაციის განმუხტვას. მათი თქმით, თანამშრომლებს ხელფასები პანდემიის პირობებში გაუზარდეს და მოქმედებს საბონუსე სისტემაც.

"მაგთიკომი გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა