logo
ENG



გაბუნია: ვაქცინირებული კონტაქტისთვის კარანტინი საჭირო აღარ იქნება

14 იან 202218:11
3 წუთის საკითხავი
clock 3378
გაბუნია: ვაქცინირებული კონტაქტისთვის კარანტინი საჭირო აღარ იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორშაბათიდან, 17 იანვრიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. კერძოდ, თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონე პირები, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა - 90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა მოეხსენებათ.

  • "ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია-კარანტინის ვადა იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან სულ მცირე 24 საათი უნდა იყოს გასული. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში არის მკაცრად რეკომენდირებული ნიღბის ტარება.
  • საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაცია-კარანტინის ვადა არის მინიმუმ 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა.  იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია მკაცრად ნიღბის გამოყენება;
  • რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა - 90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ, ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი;
  • ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ;
  • რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

14 იანვრის მდგომარეობით, ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.


close დახურვა