კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული ადამიანები სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.
გიორგი გაგოშიძე, რომელიც სააგენტოდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს და ამის შესახებ მეილით შეატყობინებს, ამბობს, რომ ის, რაც ახლა ხდება, უკან, საბჭოთა კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯია.
თეა წულუკიანმა სააგენტოდან 36 ადამიანი რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლა.
ამასთან, საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, კირითხურო, ხითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.
"ქვითხუროც არის საჭირო და კირითხუროც, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი ორგანიზაციები უნდა იყოს, რომლებსაც საჭიროების დროს აიყვან სამუშაოდ, მაგრამ სააგენტოში რომ დასვამ და თანამშრომლად გაიხდი, უკან გადადგმული ნაბიჯი და საბჭოთა კავშირისკენ მიტრიალებაა. მე ამას ასე არ დავტოვებ". - ამბობს გიორგი გაგოშიძე.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულ ადამიანებს სამართლებრივ მხარდაჭერას პარტია დროა გაუწევს.