logo
ENG

სასამართლომ ინსპექტორის მიერ პენიტენციურის დაჯარიმების გადაწყვეტილებაც გააუქმა

17 იან 202215:27
3 წუთის საკითხავი
clock 290

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილებაც გააუქმა. მანამდე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გააუქმა.

2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.

ასევე, კანონდარღვევად მიიჩნია რეანომობილში განვითარებული მოვლენებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს facebook-სა და ოფიციალურ ვებგვერდებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ვიდეოს წაშლა დაავალა.

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. სამსახურის გაუქმებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს მოაწერა.


close დახურვა