logo
ENG



ქარელის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლების თქმით, პოლიტიკის გამო გაათავისუფლეს

17 იან 202217:27
3 წუთის საკითხავი
clock 707

ქარელის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს, როგორც თანამშრომლები ამბობენ, მათ ამის შესახებ დღეს გაიგეს, ისინი გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა საკრებულოზე განხილვის გარეშე, პირადად მიიღო გადაწყვეტილება დაეხურა მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი, რადგან მას არ სურდა, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს იქ ემუშავათ.

გათავისუფლებული თანამშრომლებიდან ერთ-ერთი ამბობს, რომ მისი ძმა ნიკო ახალკაცი მერის არჩევნების მეორე ტურში ზაზა გულიაშვილის მოწინააღმდეგე იყო. ხოლო მეორე ამბობს, რომ გათავისუფლებას გახარიას პარტიის წარმომადგენელთან ვასილ ბაქრაძესთან მეგობრობას უკავშირებს. 

კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ ის ქარელის მუნიციპალიტეტში გახარიას პარტიის წარმომადგენელია და ამიტომ გაათავისუფლეს.

ფორმულა ქარელის მერს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა და თქვა რომ ფორმულას ინტერვიუს არ აძლევს.


close დახურვა