logo
ENG



კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს

15 იან 202214:28
3 წუთის საკითხავი
clock 906

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან თანამშრომლები გაათავისუფლეს.

ამის შესახებ შეტყობინებები მათ ელექტრონული ფოსტით მიიღეს. 

კულტურული სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გაგოშიძე დათხოვნას თეა წულუკიანს და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

"მოხდა რეორგანიზაცია და მე გამომიშვეს როგორც ნაკლები კომპეტენციის. მე დოქტორი ვარ, 80 ნაშრომის ავტორი და 5 მონოგრაფიის. ალბათ მაინც წულუკიანიდან მოდის, როგორც ჩანს რაღაც პოლიტიკური ამბებია, ჩემი აზრით, აბა რა კომპეტენცია უნდა დამიწუნონ, ვინ უნდა დამიწუნოს, აზნაურაშვილმა?" - ამბობს გიორგი გაგოშიძე.

გათავისუფლების შესახებ ელექტრონული ფოსტით გაიგო ნანა კვიციანმაც. 

"დილის 3 საათზე მივიღე შეტყობინება მეილზე, რომ კანცელარიაში დამეწერა სარეზოლუციო წერილი. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, რომ კომისიას უნდა განესაზღვრა, მე შევინარჩუნებდი თუ არა ჩემს პოზიციას". - ამბობს ნანა კვიციანი. 

ფორმულას ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულთა შორის არის პაატა გაფრინდაშვილიც. ის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც გელათის სკანდალის გამო ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, პაატა გაფრინდაშვილი გათავისუფლებას ფორმულასთან არ ადასტურებს.


close დახურვა