logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია მიმდინარეობს

17 იან 202219:45
3 წუთის საკითხავი
clock 632
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უწყებასთან შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები.

როგორც ლელოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ თქვა, აქცია მდუმარეა და პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.

"პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ადამიანებს დაუყოვნებლივ მიეწოდოთ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, სადაც მათ სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე და შემდეგ, ასევე ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ გრძელვადიანი ადეკვატური საცხოვრებელი ფართით. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების წინაშე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება და ვალი ისე, როგორც არავისთან სხვასთან", - ამბობს გეგელია.

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა