logo
ENG



კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკო არ დააკავა

19 იან 202217:56
3 წუთის საკითხავი
 
theguardian.com

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატის საქმეზე არ დააკავა. 

აღკვეთის ღონისძიების სახით პოლიტიკოსმა პირადი ვალდებულება აირჩია. მან პასპორტი ჩააბარა.

პირადი ვალდებულება ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს. ეს აღკვეთის ყველაზე მსუბუქი ფორმაა.

უკრაინის პროკურატურა პოროშენკოსთვის 1 მილიარდი გრივნას ოდენობის გირაოს ან შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 

***

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ბრალს სახელმწიფო ღალატში, ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან ქვანახშირის მიწოდების საქმის ფარგლებში ტერორიზმის დაფინანსებაში სდებს.

გამოძიების მტკიცებით, პეტრო პოროშენკომ შეთანხმება დადო რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან.

პოროშენკოსთან ერთად საქმეზე ბრალდებულია პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც მედია პუტინის ნათლიას უწოდებს და უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ვოლოდიმირ დემჩიშინი.

ბრალი მას 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინეს. 2022 წლის 6 იანვარს სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა. 17 იანვარს პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირით ადრე ქვეყანა დატოვა. 


close დახურვა