logo
ENG



მშვენიერაძის თქმით, სააკაშვილს შარლ მიშელიმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილი გამოუგზავნეს

20 იან 202218:04
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/კადრი
გიორგი_მშვენიერაძე

ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა უსრულა ფონ დერ ლაიენმა წერილი გამოუგზავნეს.

ადვოკატი ამბობს, რომ წერილში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ადამიანის უფლებები ურუნველყოფილი იყოს.

"გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გამოუგზავნეს შარლ მიშელისა და ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან, წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მის მიმართ ვალდებულებებს შეახსენებენ მკაცრად საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა ის უფლება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამტკიცებულია ევროპის საბჭოს ქვეყნებისთვის, ამავდროულად ისინი გააგრძელებენ მიმდინარე პროცესების დაკვირვებას", - თქვა მშვენიერაძემ.  

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის გოსპიტლიდან რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს.


close დახურვა