logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, კახა კუჭავა ანაკლიის პორტის პროექტს ჩაიბარებს

20 იან 202220:28
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულას ინფორმაციით, კახა კუჭავა ანაკლიის პორტის პროექტს ჩაიბარებს
ვახო ქარელი/ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წევრებს შეხვდა, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, კახა კუჭავასთვის ანაკლიის პროექტის ჩაბარება განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ფორმულას წყარო უყვება.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა. მაშინ კუჭავამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან პროექტში იქნება ჩართული, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით გავიგებდით.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ფორმულას ინფორმაციით, ივანიშვილთან შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნული საკითხის განხილვას უარყოფს. კახა კუჭავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ფორმულა მას სოციალური ქსელით დაუკავშირდა. ყოფილი თავმჯდომარე ანაკლიის პორტთან რაიმე კავშირს არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნა, რომ პროექტი, რომელზეც იმუშავებს საქართველოში განხორციელდება.


close დახურვა