logo
ENG



ბლინკენი: რუსეთისგან უკრაინისადმი აგრესიას აშშ სწრაფად და მკაცრად უპასუხებს

21 იან 202219:12
3 წუთის საკითხავი
clock 1137
2022/01/21/ij1vtgujqrlbtae.jpg

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინისკენ ნებისმიერი მოძრაობა აღქმული იქნება, როგორც ხელახალი შეჭრა. ბლინკენის თქმით, რუსეთისგან მსგავსს ქმედებას აშშ–ის და მისი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება. ამაზე, ენტონი ბლინკენმა ჟენევაში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველანი თანაბარ ძალებს ვდებთ, რომ განსხვავებები დიალოგით აღმოვფხვრათ, თუმცა, თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება და რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გაავრცელოს, ჩვენ ძალისხმევას გამოვიჩენთ სწრაფი მკაცრი და ერთიანი პასუხითაც.“ – თქვა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და აშშ თავიანთ განსხვავებებს შეხვედრებით გადაჭრიან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები დიპლომატიურ გზას გაუყვებიან და საკითხს მშვიდობიანად გადაწყვეტენ.

გარდა ამისა ბლინკენის თქმით ის ლავროვს მომდევნო მოლაპარაკებების შესახებაც შეუთანხმდა.

„მე მას [ლავროვს] ვუთხარი, რომ შემდგომ დღეებში ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ, რუსეთს ჩვენს შეხედულებებს გავუზიარებთ უფრო დეტალურად და წერილობითად შემდეგ კვირაში, ასევე ჩვენ ამის შემდგომ ვრცელ დისკუსიაზეც შევთანხმდით“ – თქვა ენტონი ბლინკენმა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ როგორც ბლინკენს შეუთანხმდა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდგომში გასცემს. 

სერგეი ლავროვი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყების წინ არც ერთ მხარეს არ ჰქონია მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები გარღვევას მოახდენდა, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ მათ პოზიციებს უფრო მეტი სიცხადე მოეფინებოდა.


close დახურვა