logo
ENG



"ეს მხოლოდ დასაწყისია" - სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს

22 იან 202212:44
3 წუთის საკითხავი
 
"ეს მხოლოდ დასაწყისია" - სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვა მოლაპარაკებით დასრულდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათ გაფიცვა შეწყვიტეს. 

სოლიდარობის ქსელი, რომელიც სოციალური აგენტების უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ გაფიცვა სრულდება შემდეგი პირობებით: 

  • "15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება;
  • მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
  • გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
  • სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
  • გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
  • შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
  • უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;

ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები - ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობებდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას. 

ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!". - ნათქვამია სოლიდარობის ქსელის განცხადებაში.

400-ზე მეტი სოციალური აგენტი 17 იანვრიდან გაიფიცა. ისინი ხელფასების 100%-ით გაზრდას ითხოვდნენ, ვინაიდან მათი ფიქსირებული ანაზღაურება 200 ლარია. 

გაფიცვამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აგენტებს ხელფასს 60%-ით გაუზრდიდნენ, თითო შევსებულ დეკლარაციაზე კი ანაზღაურება 6-დან 10 ლარამდე გაიზრდებოდა. 

21 იანვარს გაფიცულ სოციალურ აგენტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაიაც შეხვდა. 


close დახურვა