logo
ENG



ლაგოდეხში, შშმ პირს ძალადობისთვის ბრალდება წაუყენეს - ადვოკატის თქმით, კაცი თავადაა ნაცემი

22 იან 202216:46
3 წუთის საკითხავი
 

ლაგოდეხში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კაცს ოჯახში ძალადობისთვის ბრალდება წაუყენეს, თუმცა მისი ადვოკატის მტკიცებით, 60 წლის კაცი თავად არის ნაცემი.

გამოძიების თანახმად, კაცმა არასრულწლოვან დისშვილს სახის არეში ფეხი დაარტყა, რის შემდეგაც, მისმა დამ პოლიციაში დარეკა. საპირისპირო ვერსია აქვს დაცვის მხარეს. კერძოდ, ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დამ კაცს რამდენჯერმე ზურგის არეში ჯოხი ჩაარტყა. 

გარდა ამისა, დის მიერ, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე საქმე ცალკეა გამოყოფილი, თუმცა, ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

საქმის არსებითი განხილვა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, პრიმა მუხლით არის დაწყებული.


close დახურვა