ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა და იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი.