logo
ENG



გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს პოლიციელი, სავარაუდოდ, შშმ პირს

24 იან 202218:11
3 წუთის საკითხავი
clock 8057
2022/01/24/ia5t1su1r460k2v.jpg

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროში, ისნის სადგურზეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც სავარაუდოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

კადრებში ჩანს, რომ პოლიციელის მხრიდან ძალადობა ექსკალატორზე იწყება. ის ახალგაზრდა კაცს საყვედურობს, რომ იგი იმყოფება ექსკალატორზე და იქ არ უნდა დადიოდეს. ახალგაზრდა კაცთან ერთად მყოფი მოქალაქეები პოლიციელს ეუბნებიან, რომ იგი ყრუ-მუნჯია, რასაც პოლიციელი ასე პასუხობს: "ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო?".

რამდენიმე წუთში პოლიციელს ახალგაზრდა კაცი სპეციალურ ოთახში შეჰყავს და მასზე ფიზიკურად ძალადობს. აღსანიშნავია, რომ ცემის ფაქტს მეორე პოლიციელიც ესწრება, თუმცა არაფერს აკეთებს კოლეგის შესაჩერებლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი არის არასრულწლოვანი. 

ფაქტს შენაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა დაიწყო და შესაბამისი მასალები ინსპექციას გადაეცა.

გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს სენსიტიურ მასალას
 

 


close დახურვა