logo
ENG



სალაძე პოლიციელის ძალადობაზე: ეს არის წამება დამამძიმებელი გარემოებებით

24 იან 202223:24
3 წუთის საკითხავი
clock 625
სალაძე პოლიციელის ძალადობაზე: ეს არის წამება დამამძიმებელი გარემოებებით

იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქის ცემაზე შს სამინისტროს გამოძიება წამების მუხლით უნდა დაეწყო. ამაზე სალაძემ ფორმულას გადაცემაში მრგვალი მაგიდა ისაუბრა.

"მე მგონია, რომ ეს არის არა უბრალოდ წამება, ეს არის წამება დამამძიმებელი გარემოებებით და ამას სჭირდება სწორი კვალიფიკაცია", - თქვა მან.

როგორც იურისტი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელი უკვე უნდა დაეკავებინა. 

"როდესაც პოლიციელი ასეთ სიტუაციაში იყენებს ძალას, არის თუ არა ეს დანაშაული? ცხადია არის და რას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტრო? პირველი რაც უნდა გაეკეთებინა პოლიციას განცხადების გავრცელების დროს, იყო ის, რომ ეთქვა პოლიციელი არის დაკავებული და გამოძიება მიდის იმ მუხლით, რომელიც ეხება წამებას და არა უფლებამოსილების გადამეტებას მხოლოდ. ეს იქნებოდა სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება", - თქვა სალაძემ.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს. 

მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.

პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.


close დახურვა