logo
ENG



სიმპტომებიან პირს, რომელსაც ტესტი არ გაუკეთებია და ექიმი მეთვალყურეობდა, პასპორტს მისცემენ

25 იან 202213:07
3 წუთის საკითხავი
clock 2151
სიმპტომებიან პირს, რომელსაც ტესტი არ გაუკეთებია და ექიმი მეთვალყურეობდა, პასპორტს მისცემენ

დღეს, 25 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე და სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და შესაბამისად, "კოვიდ ბარათსაც" მიიღებს.

"სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში "მწვანე პასპორტისთვის" ან მოგზაურობისთვის", - თქვა მან. 

შესწორება: მოგვიანებით გაირკვა რომ ამირან გამყრელიძის განცხადება არაზუსტი იყო, NCDC კოვიდგადატანილების სტატუსზე განმარტავს, რომ მინისტრის ბრძანებით დარეგულირებულია იმ პირებისათვის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის პირველ დეკემბრამდე "რიგი მიზეზების გამო" არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი.

 


close დახურვა