logo
ENG



პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევები

25 იან 202220:07
3 წუთის საკითხავი
clock 735

მეტროში არასრულწლოვნის ცემამ საზოგადოებას პოლიციელთა უკანონო ქმედების არა ერთი ფაქტი გაახსენა. თავის დროზე დიდი რეზონანსი ჰქონდა მოსწავლე ლუკა სირაძის დაღუპვას, რომელზეც პოლიციის განყოფილებაში იძალადეს. მსჯავრდებული გამოძიებელი უდოს კომისიამ მალევე გაათავისუფლა. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა  ზვიად რატიანს, რომელსაც ხელისუფლება ცემის შემდეგ ვიდეოკადრების გავრცელებით დაუპირისპირდა. პოეტმა ქვეყანა დატოვა. რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო გაამტყუნა მამუკა მიქაუტაძის საქმეში. პოლიციის განყოფილებიდან გამოსულმა მიქაუტაძემ თავი მოიკლა. ეს საქმეების არასრული ჩამონათვალია. 


close დახურვა