logo
ENG



"სიტყვების გამოკიდება", "სპეკულაცია" - კობახიძე რეზოლუციის ტექსტზე

26 იან 202223:47
3 წუთის საკითხავი
clock 1407
"სიტყვების გამოკიდება", "სპეკულაცია" - კობახიძე რეზოლუციის ტექსტზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდამჭერ ტექსტში, სადაც რუსეთი ნახსენები არაა, "სიტყვებზე გამოკიდება" სპეკულაციაა. იმედის ეთერში კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში ყველაფერი ნათქვამია.

"ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ისინი არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ამის გამო, რომ ეს სამხედრო ესკალაცია არ შედგეს. სწორედ ამას ეხება ეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ. ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა, ბუნებრივია, ჩვენთვის და ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ზუსტად ამას ეხება ეს რეზოლუცია.

რაც შეეხება იქ სიტყვებზე გამოკიდებას, ეს არის ცალსახა სპეკულაცია. მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა არის არასწორი იმ დროს, როდესაც რეზოლუციაში არის ნათქვამი ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი", - ამბობს კობახიძე.

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების მიერ შედგენილ ტექსტში რუსეთი არსადაა ნახსენები, რასაც ოპოზიცია არ დაეთანხმა.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ტექსტში რუსეთის აგრესია ხაზგასმული იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ ამოღებულ იქნა. 


close დახურვა