logo
ENG



რას ყვება მოწმე კოტე ციხისთავი გიორგი სანაიას მკვლელობაზე

28 იან 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock 2492

მოწმე კონსტანტინე ციხისთავმა ფორმულას ეთერში გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ილაპარაკა. 

ციხისთავი წარსულში კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო. 

ის წლების განმავლობაში ციხეში იჯდა და ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. 

კონსტანტინე ციხისთავი ყვება, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს. 

ციხისთავის თქმით, ვინაიდან ჭიჭიაშვილის დაგჯუფების წევრი იყო, პირადად მოისმინა, როგორ მისცა ჟურნალისტის მოკვლის დავალება თამაზ თამაზაშვილმა კრიმინალურ ავტორიტეტს. მოტივი კი ის იყო, რომ გიორგი სანაია, თავისი ჟურნალისტური საქმიანობით, პანკისში მათ გეგმებს ხელს უშლიდა.

რუსული უშიშროებას  პანკისის ხეობაში თავისი ინტერესები ჰქონდა, მათთან კავშირში მაშინდელი ქართველი ძალოვანები და კრიმინალური ავტორიტეტი იყვნენ და ხეობაში სიტუაციის დასაძაბად მითითებებს პირდაპირ რუსული ეფ ეს ბესგან იღებდნენ - კოტე ციხისთავი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი ვითარების დაძაბვა იყო, რათა შემდეგ პანკისის ხეობაში ჯარები შემოეყვანა. 

ჟურნალისტი გიორგი სანაია კი პანკისის ხეობის შესახებ სიუჟეტებს და გადაცემებს ამზადებდა.

"გრძელი ენა კარგი არ არის. ეგ ხელს შეგვიშლის" - უთხრა თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს, ციხისთავის თქმით, ჟურნალისტის მოცილება კი ჭიჭიაშვილს დაავალა.

გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლეს. 

სისხლის სამართლის საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა 25 ან 30 წელია. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, უწყებამ გამოძიება უნდა დაიწყოს. 


close დახურვა