logo
ENG



რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

31 იან 202216:32
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

როგორც პოლიტიკოსმა Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, ის თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, თუმცა მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს. 

"ჩამოვფრინდი კიევიდან თბილისში. სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება რომ უკან კიევში გამაბრუნონ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს. ოფიციალური მოწვევით ჩამოვედი. დაგეგმილი მქონდა შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუციათ, თუ რის გამო არ მიშვებენ, მხოლოდ მესაზღვრეების დამწუხრებული სახეები. ამბობენ, რომ ყველაფერი ესმით, მაგრამ...ესეც შენი რუსული ემიგრაციის ცენტრი, ესეც შენი რბილი ძალა რუსულ მშვიდობასთან სანახევროდ", - ამბობს გუდკოვი

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, "დიმიტრი გუდკოვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარიეთქვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის, 11-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტის თანახმად".

გუდკოვი რუსეთიდან უკრაინაში გასული წლის ივნისში გაემგზავრა. სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი არის ეჭვმიტანილი იჯარის ხელშეკრულების გადაუხდელობის საქმეზე. თავად პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ხელისუფლება პოლიტიკურად სდევნის. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს, ალექსეი ნავალნის მოკავშირე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი


close დახურვა