logo
ENG



საქართველოში მწვანე პასპორტი გაუქმდა

01 თებ 202213:35
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მწვანე პასპორტი გაუქმდა.

საბჭოს წარმომადგენლის გიორგი ღიბრაძის თქმით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპის, ვირუსის სუსტი მიმდინარეობისა და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

"ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება. თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას", - თქვა ღიბრაძემ.

საქართველოში მწვანე პასპორტის კონცეფცია 1 დეკემბერს ამოქმედდა.


close დახურვა