ქვეყანას, რომელსაც დღეში კორონავირუსის 24 ათასი შემთხვევა აქვს, მწვანე პასპორტი აღარ სჭირდება. ინფიცირებული პრემიერის მეთაურობით ჩატარებულმა საბჭომ საზოგადოების აცრილი ნაწილისთვის გამაოგნებელი, ანტივაქსერებისთვის კი მოსაწონი გადაწყვეტილება მიიღო.
ფორმულასთვის ცნობილია, რომ გადაწყვეტილებას არ იზიარებს ჯანდაცვის ჯგუფი. ყოფილი მინისტრის მოკლე კომენტარი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილთან დაპირისპირების ერთ-ერთი ცენტრალური თემა სწორედ მწვანე პასპორტი იყო.