logo
ENG



გორის მერიის თანამშრომელი ბიტკოინების ქარხანას უკანონოდ ამუშავებდა

03 თებ 202212:55
3 წუთის საკითხავი
 

გორის მერიის თანამშრომელი, რომელიც მერიის შენობაში ბიტკოინების ქარხანას უკანონოდ ამუშავებდა, დაკავებული ჯერ კიდევ არ არის. ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორში ბიტკოინების ქარხანას მიაგნო.მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთნოდა, მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი კი - 6000 ლარს აღწევდა, რისი გადახდაც ბიუჯეტიდან ხდებოდა.


close დახურვა