logo
ENG



შაბათის ფორმულა: თურნავა მიდის, მას დავითაშვილი შეცვლის - ხვალ ოცნება ივანიშვილს შეხვდება

05 თებ 202220:46
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი. ამასთან, წყაროს თქმით, ხვალ დაგეგმილია ქართული ოცნების ლიდერების დახურული შეხვედრა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შეხვედრაზე ივანიშვილი გუნდს საკუთარ გადაწყვეტილებებს გააცნობს. 

გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრობიდან ნათია თურნავას გადაყენება გადაწყვეტილი ამბავია. კერძოდ, შაბათის ფორმულას რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო უყვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან თურნავას გაშვების შესახებ საბოლოო თანხმობა მიიღო. თურნავას თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავიტაშვილი შეცვლის, ხოლო დავითაშვილს თავის მხრივ ოთარ დანელია, რომელიც ამ უწყებას ადრე უკვე ხელმძღვანელობდა.

ხსენებულ საკადრო ცვლილებებს დავითაშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს, თუმცა შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადებს. ბოლო დღეებია მმართველი პარტიის ოფისში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ნათია თურნავას მომავალ პოსტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის პირად კადრად ითვლებოდა, ის დიდი ალბათობით ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობას დაიკავებს. 


close დახურვა