logo
ENG



თურქეთის პრეზიდენტს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

05 თებ 202222:54
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

როგორც ერდოღანმა Twitter-ზე დაწერა, მათ ომიკრონის შტამი დაუდგინდათ და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

მისივე თქმით, მუშაობას სახლიდან გააგრძელებენ. 

ხუთშაბათს ერდოღანი მეუღლესთან ერთად უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

გასულ წელს, ერდოღანმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსზე ვაქცინის მესამე დოზა ივნისში გაიკეთა. 


close დახურვა