ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო სსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზად არის ეს გააკეთოს.
"ამის აუცილებლობა არსებობს? როგორც კი დავინახავ ამას და პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] მეტყვის, რომ საჭიროა...", - უპასუხა ლუკაშენკომ პროპუტინისტული ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის კითხვას "როდის აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს".
მანამდე სოლოვიოვმა ლუკაშენკოს ჰკითხა თუ "ვის ეკუთვნის ყირიმი", მაგრამ ლუკაშენკომ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.