logo
ENG



"მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება" - მაკრონი პუტინთან შეხვედრის შემდეგ

08 თებ 202210:10
3 წუთის საკითხავი
 
"მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება" - მაკრონი პუტინთან შეხვედრის შემდეგ
Thibault Camus/Pool via Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისთვის. 

"მომდევნო რამდენიმე დღე იქნება გადამწყვეტი და საჭიროა ინტენსიური დისკუსიები, რასაც ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ", - თქვა მაკრონმა პუტინთან 5-საათიანი ვახშმის შემდეგ. 

საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა აღნიშნა, რომ მაკრონის იდეები, შეიძლება, დაეხმაროს სიტუაციის განმუხტვას.

"მისი რამდენიმე იდეით, წინადადებით, რომლებზე საუბარიც ჯერ ადრეა, ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია საფუძველი ჩაეყაროს ჩვენს მომდევნო ერთობლივ ქმედებებს", - თქვა პუტინმა.

მოგვიანებით, პუტინმა ისევ გაიმეორა გაფრთხილება, რომ თუ უკრაინა NATO-ს შეუერთდება და სამხედრო გზით ეცდება [რუსეთის მიერ ანექსირებული] ყირიმის დაბრუნებას, ევროპას დიდ კონფლიქტში ჩაითრევს.

"გინდათ, რომ საფრანგეთი რუსეთს შეებრძოლოს?" - ჰკითხა მან ჟურნალისტებს და გააგრძელა: "სწორედ ეს მოხდება და ამ ბრძოლას გამარჯვებულები არ ეყოლება".

მოსკოვში ვიზიტის შემდეგ კიევში ჩავა, სადაც უკრაინის პრეზიდნეტს, ვოლოდიმიტ ზელენსკის შეხვდება. ამ შეხვედრის შემდეგ კვლავ იგეგმება მისი და პუტინის საუბარი.


close დახურვა