logo
ENG



პესკოვის თქმით, მაკრონმა უარი თქვა რუსული მხარისთვის ტესტის ჩაბარებაზე

11 თებ 202216:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/11/pi5l42oe63adfp0.jpg

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, მოლაპარაკებების დროს რატომ ისხდნენ ერთმანეთისგან რამდენიმემეტრიან დისტანციაზე რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები. ჟურნალისტებმა იმაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ ზოგიერთ შეხვედრაზე პუტინი სხვებს ხელს ართმევს და მათთან ახლოსაც ჯდება.

პესკოვის თქმით, მაკრონმა უარი თქვა პუტინთან შეხვედრამდე რუსული მხარისთვის PCR ტესტი ჩაებარებინა. მოსკოვში შეხვედრის დროს ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი ექვსმეტრიანი მაგიდის გარშემო ისხდნენ. როგორც პესკოვმა თქვა, ეს პოლიტიკას არ უკავშირდებოდა.

"ალბათ, უნდა განიმარტოს, რადგან ეს დიდ ინტერესს იწვევს. ნამდვილად, ზოგიერთ სიტუაციაში პუტინი სტუმრებს ახლო დისტანციაზე ესაუბრება, წარმომადგენლობით კაბინეტში ბუხრის წინ, ხელს ართმევენ ერთმანეთ და ა.შ., ზოგიერთთან კი მოლაპარაკებები მაგიდის გარშემო ტარდება.

ეს ნამდვილად იმასთანაა დაკავშირებული, რომ ზოგიერთი ლიდერი თავის წესებს მიყვება და ისინი არ მოიცავს მიმღებ მხარესთან ტესტების გაცვლას. ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდებით, ეს ნორმალური მსოფლიო პრაქტიკაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენი პრეზიდენტისა და სტუმრების ჯანმრთელობის დაცვისთვის მოქმედებაში შედის დამატებითი ზომების პროტოკოლი. ასეთ დროს გამოიყენება დიდი მანძილი", - განაცხადა პესკოვმა.

პანდემიის პერიოდში პუტინმა ვიზიტებისა და პირადი შეხვედრების რაოდენობა შეამცირა, ხოლო ღონისძიებების დიდ ნაწილს ონლაინ რეჟიმში ესწრება.

პესკოვმა არ გასცა პასუხი კითხვას, აბარებს თუ არა პუტინი PCR ტესტს სტუმარი ქვეყნის მედიკოსებს.


close დახურვა