logo
ENG



ბლინკენსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

12 თებ 202218:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/r5y5pfu0gggt09z.jpg

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ამბობს, რომ მან ლავროვს შესთავაზა უკრაინის საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტა და ხაზი გაუსვა, რომ დამატებით რუსულ აგრესიას მტკიცე ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება. 

"დღეს მე ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვს, რათა დამერწმუნებინა, რომ დიპლომატიურად გადაწყდეს რუსეთის არაფრით გამოწვეული სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. მე კვლავ ხაზი გავუსვი, რომ შემდგომ რუსულ აგრესიას პასუხად დახვდება მტკიცე, მასიური და გაერთიანებული ტრანსატლანტიკური პასუხი" – წერს ენტონი ბლინკენი ტვიტერზე.

სატელეფონო საუბრამდე ბლინკენმა განაცხადა, რომ ლავროვს ეტყოდა, რომ თუ რუსეთი საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტით დაინტერესდებოდა, მაშინ აშშ თავის როლს ითამაშებდა. ხოლო, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება მაშინ ვაშინგტონი მკაცრ ეკონიმიკურ სანქციებს გაატარებს.

"მე ვიმედოვნებ, რომ ის არ აირჩევს განახლებული აგრესიის გზას და აირჩევს დიპლომატიასა და დიალოგს, მაგრამ თუ ამას არ იზამს, ჩვენ მზად ვართ"– თქვა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა, ბლინკენთან სატელეფონო შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მან ბლინკენთან საუბარში ვაშინგტონი რუსეთის შესაძლო აგრესიის პროპაგანდისტული კამპანიის აგორებაში დაადანაშაულა.


close დახურვა