logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, 1-ლი მარტიდან სოც.დაუცველების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება

14 თებ 202212:17
3 წუთის საკითხავი
clock 1700

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1-ლი მარტიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება და 200 ათასი ადამიანი დასაქმდება. 

მისი განცხადებით, ეს ორმაგ შედეგს მოიტანს - "ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური ემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლებიდა ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს"

"საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს შეუწყობს მათ მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად შევიმუშავეთ. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები". - თქვა ღარიბაშვილმა. 

ვაკანსიებს მუნიციპალიტეტები და სამინისტროები შექმნიან. პრემიერმინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე დაიდება 50 ათასი ვაკანსია. 

"პროგრამას განახორციელებს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ, სექტორში, დასაქმების ფორმალიზება რომ მოახდინოს. ან პროფესიული მომზადების და გადამზადების ქვეპროგრამებში ჩაერთოს". - თქვა მან. 

ირაკლი ღარიბაშვილისვე თქმით, იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვინც მუშაობას დაიწყებს, 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება სახელმწიფო დახმარება. 

"საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება ეს იყოს 700-800 ლარიც და ამას გარდა, 300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგა". - ამბობს პრემიერმინისტრი. 

ღარიბაშვილის თქმით, ადამიანს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება. 

ამ დროის განმავლობაში მას შეუძლიამ შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს.

საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა ჩვენი ვარაუდით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთის მხრივ, 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორეს მხრივ, ისინი უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ ადამიანებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


close დახურვა