logo
ENG



კრემლის ცრუ მანევრი?

15 თებ 202220:19
3 წუთის საკითხავი
 

ღამის სამ საათზე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრება - ამ ინფორმაციას რამდენიმე დასავლური გამოცემა ავრცელებს. საპირისპიროა რუსეთის ტავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელიც ირწმუნება, რომ წვრთვნების დასრულების შემდეგ შეიარაღებულ ძალებს დისლოკაციის ადგილზე აბრუნებს. დასავლეთს არ სჯერა მოსკოვის სიტყვების და განცხადების საქმით დადასტურებას ელოდება.  

პარალელურად სახელმწიფო სათათბირომ პუტინს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების წინადადებით მიმართა. ამ საკითხზე პუტინს შეკითხვა გერმანიის კანცლერთან გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუსვეს, მაგრამ კონკრეტულ პასუხს თავი ააარიდა. ოფიციალური კიევის რეაქციის შესახებ ახლა ფორმულას ჟურნალისტი რატი მუჯირი უკრაინიდან მოგვიყვება. 


close დახურვა