logo
ENG



გავრცელდა სასულიერო პირის ძალადობის ვიდეო, შსს-ში არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება

21 თებ 202213:16
3 წუთის საკითხავი
 
გავრცელდა სასულიერო პირის ძალადობის ვიდეო, შსს-ში არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერი პირი მეორეზე.

ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება - "არ გათიშო, გადაიღე".

ვიდეოში მოძალადის მხრიდან ისმის მამა შალვა კეკელიას სახელიც. ის ძალადობის მსხვერპლს ეკითხება: "პოლიციაში უჩივლე კეკელიას? მამა კეკელიას უჩივლე? რატომ?"

ვიდეოსთან დაკავშირებით შალვა კეკელია ფორმულასთან ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დადგმული სცენა ჰგონია. კეკელია განმარტავს, რომ ვიდეოში მონაწილე ორივე პირი რუის-ურბნისის ეპარქიაში მსახურობდა. მისი თქმით, ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა ყველაფერი აკრძალული აქვს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში არ ამბობენ, დაიწყო თუ არა ძალადობის ვიდეოზე გამოძიება.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო


close დახურვა