
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმების დარღვევაა.
მიშელი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირს ამაზე რეაგირება ექნება.
"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები რეაგირებას მოახდენენ ერთიანობით, სიმტკიცით და სოლიდარობით", - წერს მიშელი.
The recognition of the two separatist territories in #Ukraine is a blatant violation of international law, the territorial integrity of Ukraine and the #Minsk agreements
— Charles Michel (@eucopresident) February 21, 2022
EU and its partners will react with unity, firmness and determination in solidarity @ZelenskyyUa @POTUS
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.
პუტინისვე თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში მომზადდება.