logo
ENG



აუცრელი და გაუტესტავი მოქალაქეებისთვის ჩამოსვლისას თვითიზოლაცია 5 დღემდე მცირდება

22 თებ 202212:49
3 წუთის საკითხავი
 
აუცრელი და გაუტესტავი მოქალაქეებისთვის ჩამოსვლისას თვითიზოლაცია 5 დღემდე მცირდება

22 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აუცრელი და გაუტესტავი საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვადა 8-დან 5 დღემდე შემცირდება. ასევე, თუ მოქალაქეს საზღვარზე მხოლოდ PCR ტესტის პასუხი ექნება, ვალდებული აღარ იქნება მე-3 დღესაც ჩაიტაროს ტესტირება. 

აქამდე არსებული წესით, საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე შემოდიოდნენ, ან pcr ტესტის საფუძველზე, ან ვაქცინაციის და თუ არცერთი და არც მეორე არ ჰქონდათ, ვალდებულები იყვნენ, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით მხოლოდ, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ექნება PCR ტესტი. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით: ვაქცინაციის საბუთით, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. 


close დახურვა