logo
ENG



სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 5 მარტს აქცია გაიმართება

23 თებ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 5 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. განცხადება ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად", - თქვა მელიამ.

მისივე განცხადებით, პარტიის ყველა აქტივობა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას დაუკავშირდება.

"პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ბრძოლაში, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 მარტს, 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა მელიამ.

სააკაშვილმა 21 თებერვალს უვადო შიმშილობა დაიწყო. ის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.


close დახურვა