სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო, დიდი ალბათობით, საერთოდ არ აპირებს. ფორმულას ერთდროულად რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ ქართული ოცნების ნდობით აღჭურვილი მოსამართლეები, მათ შორის უზენაესიდან მივლენილი ვასილ როინიშვილი, სხდომას პირველ მარტამდე არ ჩანიშნავს. ამის შემდეგ კი სხდომის ჩატარებას აზრიც ეკარგება, რადგან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობას წყვეტს.
ინსპექტორის საქმე - ტესტი საკონტიტუციო სასამართლოსთვის?
23 თებ 202220:33
3 წუთის საკითხავი