პრორუსული, ძალადობრივი მედია ალტ-ინფოს ვებგვერდი მიუწვდომელია.
საიტის გათიშვის მიზეზი უცნობია. თუმცა საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება ირწმუნება, რომ საიტი მათ გათიშეს.
საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება (GNG) აცხადებს, რომ საქართველოს სახელით მხარს უჭერს უკრაინას და ტვიტერზე ყველა იმ რუსული და პრორუსული სახელმწიფო ვებგვერდებსა და კომპანიების საიტებზე წერს, რაც ირწმუნებიან რომ გათიშეს.
GNG-ის ცნობით, მათ დღეს ჩეჩნეთის ხელისუფლების ვებგვერდი გათიშეს. საიტი ამ დროისთვის მიუწვდომელია.
https://t.co/bDmgdUARCf DOWN! საქართელოდან
ჩვენ ვიცავთ სამართალს! #georgia #chechnya #ukraine #russia #putin #war #cyberwar pic.twitter.com/0TYFfvO5Su
გუშინ კი რუსეთის განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე კრემლის ოფიციალური საიტი და Alfa, Sber, VTB ბანკების ვებგვერდები დროებით ხელმიუწვდომელი იყო. საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება აცხადებს, რომ ჩამოთვლილი საიტები სწორედ მათ გათიშეს.