
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დღემდე 210-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, 1 100-ზე მეტი კი დაშავდა.
სახალხო დამცველის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ არცერთი დღე არ დასრულებულა მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის გარეშე.
"მტერი არნახული სისასტიკით ანგრევს საცხოვრებელ შენობებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, ართმევს სიცოცხლის უფლებას უკრაინელ ხალხს, ჩვილებსაც კი", - წერს დენისოვა.