Google უკრაინაში მიმდინარე ომის გამო Russia Today-სა და Sputnik-ის Youtube არხებს ევროპის მასშტაბით ბლოკავს.
ინფორმაცია Google-ის ევროპის დეპარტამენტი ტვიტერზე ოფიციალურად ავრცელებს. მათი თქმით, დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მყისიერად ამოქმედება.
"უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ევროპის მასშტაბით დაუყოვნებლივ ვბლოკავთ Youtube-ზე Russia Today-სა და Sputnik-თან დაკავშირებულ არხებს. ჩვენს სისტემას ამის განხორციელებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება სიტუაციას, რათა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები" - აცხადებს Google.
Due to the ongoing war in Ukraine, we’re blocking YouTube channels connected to RT and Sputnik across Europe, effective immediately. It’ll take time for our systems to fully ramp up. Our teams continue to monitor the situation around the clock to take swift action.